ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს - პარლამენტთან სახალხო აქციისთვის ემზადებიან
ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს - დედაქალაქის მტავარ გამზირზე მშვიდობიანი სახალხო პროტესტის დაწყებამდე 3 საათი რჩება. პარლამენტთან სამზადისი უკვე დაწყებულია. ადგილზე სპეციალურ სცენას, ხმის გამაძლიერებლებს და მონიტორებს ამონტაჟებენ.
ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას თითქმის ყველა პროფესიის ადამიანი უერთდება. ევროპული ღირებულებების დასაცავად პარლამენტთან მწერლები, მსახიობები, ხელოვანები, ექიმები, ყოფილი დიპლომატები, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები მიდიან.
მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ერთად ყოფნა, რომ არ დავკარგოთ მკაფიო, ძალიან ცხადი ევროპული მომავალი, რომლის წინაღობად „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა პირდაპირ რომ ვთქვათ 12 ძალიან დიდი დაბრკოლება, ძალიან დიდი ლოდი, რომელიც უნდა გადავდოთ. მნიშვნელოვანია ერთობა, ამისთის მნიშვნელოვანია პრინციპულობა სიჯიუტესთან ნაზავი და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დადგება ის შედეგი, რომელზეც ჩვენ შთამომავლობა მადლობას გვეტყვის, - ამბობს პოეტი რატი ამაღლობელი.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს გამართულ აქციაზე, რომლის მთავარი ლოზუნგიც "შინ ევროპისკენ" იყო, 160 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.