თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - კალაძე მოძალადის გამართლებას ცდილობს
კახა კალაძე ამბობს, რომ ჟურნალისტები ხალხში აგრესიას იწვევენ.
თბილისის მერი ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ რიგით მოქალაქეს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას.
როდესაც მიკროფონი გიჭირავს ხელში, ეს არ ნიშნავს რომ რესპონდენტს შეურაცხყოფა მიაყენო, არ ნიშნავს იმას, რომ რესპონდენტზე იძალადო.
თქვენ, როდესაც რესპონდენტი გეუბნებათ, არ მაქვს სურვლი მაგალითად თქვენთან კომუნიკაციის, თქვენ რას აკეთებთ ამ დროს? - გაკიდება, მიკროფონის პირში ჩათხრა, მანქანაში შევარდნა, ოჯახებში შევარდნა.
თქვენ ვინ მოგცათ ამის უფლება? ეს არ არის მოსაწონი, დამიჯერეთ. ეს ყველას ავნებს. რაღაცები მე შეიძლება მოვითმინო, იმიტომ რომ საჯარო მოხელე ვარ, მაქვს რაღაც ვალდებულებები, მაგრამ რიგით მოქალაქეს ამას ვერ მოსთხოვ“. - ამბობს კახა კალაძე.
,,ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს, თავს უცნობი პირები ცოტა ხნის დაესხნენ. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე მოხდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან