თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - პოლიციას მოძალადეები არ დაუკავებია

24.06.22 18:04
თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - პოლიციას მოძალადეები არ დაუკავებია

პირველების ინფორმაციით, პოლიციას ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი პირები იდენტიფიცრებული ჰყავს, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებია.

დოლიძის ქუჩაზე, სადაც პირველების ჟურნალისტს და რეპორტიოს თავს დაესხნენ  ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიდის. ამოიღებულია სათვალთვალო კამერები.

ადგილზე მისული გამომძიებლები ტვ პირველთან კომენტარს არ აკეთებენ.

დეტალური ინფორმაცია მოგეწოდებათ მოგვიანებით“ - აცხადებენ შსს-ს თანამშრომლები.

,,ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს, თავს უცნობი პირები ცოტა ხნის დაესხნენ. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე მოხდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.