მიმიხედეთ მეუღლეს - წურწუმიას წერილი ციხიდან

17.04.21 13:16
მიმიხედეთ მეუღლეს - წურწუმიას წერილი ციხიდან

"მაკას მიმიხედეთ" - ამ შინაარსის წერილი გამოატანა ნიკა წურწუმიამ ადვოკატს, რომელმაც ის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზ წურწუმია ციხიდან  ბოდიშს იხდის. 

წურწუმიას ადვოკატის მტკიცებით, მას მძევლების აყვანის ან ბანკის დაყაჩაღების განზრახვა არ ჰქონია და წურწუმიას საქციელი პროტესტის გამოხატულება იყო. ადვოკატი მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას, გიორგი ბარდაველიძის თქმით, წურწუმიას მოვალეები, ჰყავდა, რომლებიც აშატაჟებდნენ.

"საქართველოს ბანკზე" განხორციელებული  თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ წურწუმიას ბრალს დღეს წაუყენებენ.

 

მსგავსი სიახლეები