"ილაპარაკეთ ძალადობაზე" - საპროტესტო აქცია რუსთაველის თეატრის წინ

17.04.21 13:42
"ილაპარაკეთ ძალადობაზე" - საპროტესტო აქცია რუსთაველის თეატრის წინ

"ილაპარაკეთ ძალადობაზე, მოქმედების დროა" - ამ სლოგანით დღეს თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართება.აქციის მონაწილეები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას გამოუცხადებენ და ქალთა მიმართ ძალადობას გააპროტესტებენ.

საპროტესტო აქცია 14:00 საათზეა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მიმართავენ, შეწყვიტონ მოძალადის დაცვა და დისკრიმინაციული განცხადებების კეთება.

შეგახსენებთ, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური მის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ღიად დაადანაშაულა. მაყაშვილის თქმით, ძალადობა 11 წლის წინ მათი თანაცხოვრების პერიოდში ხდებოდა. შესაძლო ძალადობის ფაქტს ხელოვანების პროტესტი მოჰყვა. ბესო ზანგური ყველა როლიდან მოხსნეს.

მსგავსი სიახლეები