ვითარება რუსთაველის თეატრთან - აქციის მონაწილეებს მსახიობები დაუპირისპირდნენ

17.04.21 14:56
ვითარება  რუსთაველის თეატრთან - აქციის მონაწილეებს მსახიობები დაუპირისპირდნენ

რუსთაველის თეატრთან სოლიდარობის აქციაზე მყოფ მოქალაქეებს  თეატრის მსახიობები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, რობერტ სტურუას მისამართით გაკეთებული ბრალდებები უსმაართლოა,მაშინ როცა ბესო ზანგურის ბრალეულობა დამტკიცებული არ არის. მსახიობები გოგა ბარბაქაძე, პაატა გულიაშვილი და ლევან ხურცია აქციის მონაწილეებს არწმუნებდნენ, რომ თეატრში არაფერი არ ხდება და ბესო ზანგურის ყველა როლიდან მოხსნა ისედაც მკაცრი სასჯელია მსახიობისთვის.

ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ბარლდება, რომ ქალებს ავიწროვებენ რეპეტიციებზე ეს არის ტყუილი," - თქვა მსახიობმა პაატა გულიაშვილმა.

სოლიდარობის აქციაზე ინციდენტი მალევე ამოიწურა. სოლიდარობის აქცია ცოტა ხნის წინ მსახიობების, ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების მონაწილეობით გაიმართა. ისინი მსახიობ ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებენ. 

მსგავსი სიახლეები