მარგველაშვილის ყოფილი სიძის საქმე - მინდია გოგოჭურს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

17.04.21 17:37
მარგველაშვილის ყოფილი სიძის საქმე - მინდია გოგოჭურს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილ სიძეს, მინდია გოგოჭურს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.

პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ძალადობაში, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში ბრალდებული მინდია გოგოჭური დამნაშავედ ცნო.

შსს-ს ცნობით, „პარაგრაფში“ გოგოჭურს შელაპარაკება მოუვიდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც განაწყენებულმა მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ფიზიკური ძალადობა განახორციელა გ.ბ.-ს მიმართ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა MAKAPOB -ის მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღი და ხუთი ვაზნა, ასევე დიდი ოდენობით 0, 648 გრ. ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", - აცხადებენ შსს-ში.

გოგოჭური პოლიციამ 2020 წლის 19 ივლისს ქ.ბათუმში დააკავა. გამოძიების ცნობით, მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია რა დროსაც ოთხმა პოლიციელმა დაზიანებები მიიღო.