არა ნამოხვანჰესს - სოლიდარობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

17.04.21 18:32
არა ნამოხვანჰესს - სოლიდარობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები მხარდაჭერას უცხადებენ გიგანტური ჰესის მოწინააღმდეგეებს და იმ ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ, რომელსაც მათი თქმით, ხელისუფლება  რიონის ხეობის მცველების წინააღმდეგ იყენებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ადგილზე ჩასვლას ვერ ახერხებენ, ამიტომ პროტესტი კანცელარიასთან გამოხატეს. მათი თქმით, ადმინისტრაციასთან მთელი ღამე დარჩებიან და "კომენდანტის საათს" დაარღვევენ.

მსგავსი სიახლეები