ეს იყო პროტესტი უსამართლობაზე - წურწუმიას ადვოკატი გირაოს მოითხოვს

18.04.21 11:15
ეს იყო პროტესტი უსამართლობაზე - წურწუმიას ადვოკატი გირაოს მოითხოვს

"საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალზე თავდამსხმელის, ნიკოლოზ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების საკითხს დღეს, 12:00 საათზე საქალაქო სასამართლოში განიხილავენ.ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე  სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.ბარდაველიძე ამტკიცებს, რომ წურწუმიას მიზანი ბანკის დაყაჩაღება არ ყოფილა და ავლაბრის ფილიალში შეჭრა პროტესტის გამოხატულება იყო. 

წურწუმია წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, შესაბამისად არის შემამსუბუქებელი გარემოებები, წურწუმია აცნობიერებს შედეგებს, პროტესტი იყო დაკავშირებული უსამართლობასთან, - ამბობს გიორგი ბარდაველიძე.

 

წურწუმია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. 

მსგავსი სიახლეები