ჩემი პირობები მექნება - მეუფე სტეფანე ამბოხებულ მღვდლებს მიმართავს

18.04.21 11:30
ჩემი პირობები მექნება - მეუფე სტეფანე ამბოხებულ მღვდლებს მიმართავს

ჭყონდიდი მიტროპოლიტი სტეფანე ამბოხებულ მღვდლებს კიდევ ერთხელ მიმართავს, შენდობა ითხოვონ.მეუფე სტეფანე ამბობს, რომ ეკლესიაში არეულობა გარე ძალების მიერ არის მართული და პრობლემები აღდგომის დღესასწაულამდე უნდა მოგვარდეს. მეუფე სტეფანე აღნიშნავს, რომ მას საკუთარი პირობები ექნება რის სანაცვლოდაც ამბოხებულ მღვდლებს აპატიებს, თუმცა პირობები ქადაგების დროს არ დაუკონკრეტებია.

სიმშვიდისკენ მივდივართ თითქოს, იმედია რომ უფლის მადლითა და ძალით მშვიდობა მინდა მეტი არაფერი, არავის ვუტევ და არც არასდროს შემიტევია, დაძაბულობა ჩემ მიერ არ იყო, მინდა რომ აღდგომამდე ვისაც ენდომება მოვიდეს და არ არის პრობლემა, ვისაც უზიარებლობა აქვს ზიარების კურთხევაც მიეცემა. თუ საჯაროდ მოინანიებენ ადამიანები და რეალურად მოინდომებენ ღვთის წინაშე დგომას, გარკვეული ჩემი პირობები მექნება რა თქმა უნდა,როგორ ღიადაც ეკლესიას ეწინააღმდეგებოდნენ, ასევე  ღიად შენდობა უნდა ითხოვონ", - თქვა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას.

 ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. მეუფე სტეფანემ პეტრე ცაავას მომხრე სასულიერო პირების ნაწილი განკვეთა, ნაწილს კი ზიარების უფლება ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები