რბილი ავეჯი ბიუჯეტის ფულით - გორის სატრანსპორტო კომპანიამ 15 ათასი ლარი დახარჯა

18.04.21 12:03
რბილი ავეჯი ბიუჯეტის ფულით - გორის სატრანსპორტო კომპანიამ 15 ათასი ლარი დახარჯა

სკამები, სავარძლები, კომპიუტერის მაგიდები და ტუმბოები - ეს არასრული ჩამონათვალია ავეჯის, რომელიც გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტომ ბიუჯეტის ფულით შეიძინა. გორის მუნიციპალიტეტის აიპ-მა ტენდერი 2021 წლის თებერვალში გამოაცხადა და სააგენტოს 15 ათასი ლარი მხოლოდ რბილი ავეჯის ყიდვა დაუჯდა. ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ყველაფერი კორუფციას და ბიუჯეტიდან თანხების ფლანგვას უკავშირდება, მაშინ როცა ქალაქში ავტობუსის გაჩერებებიც კი არ არის მოწესრიგებული.

ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ზურაბ ჯირკველიშვილი ტვ პირველთან ამბობს, რომ ავეჯი საოფისედ შეიძინა და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.