ქმარი ცუდად მომეპყრო 11 წლის წინო, პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ? - მეუფე იაკობი

18.04.21 13:48
ქმარი ცუდად მომეპყრო 11 წლის წინო, პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ?  - მეუფე იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტი, იაკობი, საკვირაო ქადაგების დროს ნინუცა მაყაშვილზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა, თუმცა ორსულ ქალზე ძალადობა არ დაუგმია. იაკობმა ფაქტი მედიის მუშაობას შეადარა და ტელევიზიები ძალადობაში დაადანაშაულა.

გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინო. ატყდა ერთი ამბავი, კაცი სამსახურიდანაც გააძევეს და მიზეზი ძალადობაა. პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ჩვენზე? არ ძალადობთ ეკლესიაზე? არ ძალადობთ თითოეულ ადამიანზე? თუ ჩვენც გავხდეთ თქვენსავით მოძალადეები? ცუდის გაკეთება ადვილია, სიკეთის კეთებაა ძნელი - ამბობს მეუფე იაკობი.

 

მსგავსი სიახლეები