"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. წურწუმიას ადვოკატმა გირაოს შუმდგომლობა დააყენა და ბრალდებულისთვის 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გენარალური პროკურატურის ინფორმაციით, წურწუმიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ“ და "ი" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.