12 საათია, მშივრები ვართ, ადამიანებად არ გვთვლიან - ბადოიანები შველას ითხოვენ

18.04.21 15:04
12 საათია, მშივრები ვართ, ადამიანებად არ გვთვლიან - ბადოიანები შველას ითხოვენ

ბადოიანების ოჯახი შველას ითხოვს. საქართველოს საზღვრის ნეიტრალურ ტერიროირიაზე კარინა ბადოანი 2 ბავშვთან ერთად იმყოფება. მათ არც საქართველოში უშვებენ და არც რუსეთში დაბრუნების საშუალება აძლევენ. კარინა ბადოიანის თქმით, ისინი საკვების გარეშე, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან. კარინა ბადოიანი განმარტავს, რომ პრობლემა შვილების ვადაგასულ პასპორტებთან დაკავშირებით შეექმნა. მათ გამომგზავრებამდე სასაზღვრო დეპარტამენტში დარეკეს, სადაც უთხრეს, რომ ბავშვებს პასპორტის გარეშეც გაატარებდნენ. ამის შემდეგ კი სომხეთიდან საქართველოში შემოსვლა რუსეთის გავლით გადაწყვიტეს.

დასუფთავების თანამშრომელი მოვიდა მხოლოდ და გადასაფარებელი მომიტანა, ეს რა შეღავათია? ბავშვებს იატაკზე სძინავთ, 12 საათია, მშივრები ვართ, პურიც კი არავის მოუტანია, წუხელ ვიღაც უცნობმა  ღვთისნიერმა ადამიანმა, ტაქსის მძღოლმა, გვაჭამა საჭმელი. ადამიანებად არ გვთვლიან, არავინ ზედ არ გვიყურებს, ერთი კვირაა, ღამეს ვათევ არაადამიანურ პირობებში, თან ბავშვებთან ერთად. გვიშველეთ რამე, გთხოვთ! არაფრის ფასად უკან არ დავბრუნდები, სახლი არ მაქვს, სად დავბრუნდე? - ამბობს კარინა ბადოიანი.

ბადოიანების ოჯახი სახალხო დამცველს მიმართს, შეისწავლოს მათი საქმე. ის მთავრობას სთხოვს, მისცენ მათს ოჯახს საქართველოში შემოსვლის უფლება.