ლაგოდეხში პოლიციელს ნაჯახით გაუსწორდნენ - დაკავებულია 40 წლის კაცი

19.04.21 10:21
ლაგოდეხში პოლიციელს ნაჯახით გაუსწორდნენ - დაკავებულია 40 წლის კაცი

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 40 წლის კაცი პოლიციელს ნაჯახით გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. 

გომელაურის უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენეს.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.