რუსული აგრესიის მსხვერპლი კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი - რა მოხდა უკრაინაში

19.04.21 11:01
რუსული აგრესიის მსხვერპლი კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი - რა მოხდა უკრაინაში

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი, "ტვ პირველთან
 ჰყვება, რომ აფეთქების შედეგად ქართველ მებრძოლს ჭურვის ნამსხვრევები თავში მოხვდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. 

გვიწევს მოგიერიება ხოლმე ფრონტის ხაზზე, დათო მოყვა რუსეთის მხრიდან ერთ-ერთ პროვოკაციაში. სამწუხაროდ, დათოს ნამსხვრევი მოხვდა თავში, დღეს ჩამოასვენებენ დათოს  კიევში,მოლაპარაკებებს დავიწყებთ საკონსულოსთან, იმიტომ რომ  დიდი თანხა ჯდება უკრაინიდან ჩამოყვანა და დახმარების გარეშე ვერ შევძლებთ. იმედია, საკონსულო გაგვიწევს დახმარებას,  - ამბობს მამუკა მამულაშვილი. 

ქართველი ჯარისკაცი, დავით შარტავა, გუშინ დაიღუპა. ქართველი სამხედრო უკრაინის სუვერინიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად 2016 წლიდან იბრძოდა.

ის 2008 წელს ასევე მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში. 

მსგავსი სიახლეები