ებრაელი ბიზნესმენი ქუთაისის ციხის თანამშრომლებს არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს
ებრაელი ბიზნესმენი ქუთაისის ციხის თანამშრომლებს არასათანადო მოპყრობასა და წამებაში ადანაშაულებს. იგორ ასკაროვის ინფორმაციით, მას პენიტენციურ დაწესებულებაში მკურნალობის საშუალებას არ აძლევენ. პატიმარი სამშობლოში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
საქართველოს ციხეთა სისტემას რელიგიური გრძნობების შელახვაშიც ამხელენ. ირკევავა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ციხეშ ლოცვის საშუალებასაც არ აძლევენ.
უკვე 60 დღეა იგორს ასკაროვი ქუთაისის ციხეში შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
ამ კვირაში ვიყავი და ძალიან სუსტად იყო და თავბრუსხვევები ჰქონდა და მეუბნებოდა, რომ უკვე ვერ ვაზროვნებო, რთულ წინადადებას ვერ ვამბობო. არ ვიცი, როგორ ვიქნებიო, იმიტომ, რომ 2 თვეა უკვე შიმშილობს. წყალზე და რძეზე ვიყავიო და მერე მითხრესო, რომ მანქანა გაფუჭდა ციხეშიო, რომ მოიტანოს რძეო. მერე მაწონი ვიყიდეო, მერე მაწონიც აღარ შემოდისო...ახლა რძე შემოდის და მაწონს მე თითონ ვაკეთებოო. ორი თეა არც დარეკვა, არც შეხვედრა... მეე მითხრეს, რომ დარეკვის ლიმიტი აქვს ამოწურულიო, - ამბობს ოჯახის წევრი.
ისრაელის მოქალაქე ამბობს, რომ თუკი მიზანს ვერ მიაღწევს, მშრალ შიმშილობაზე გადავა.
ბრალდებებთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაცია განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს. პეიტენციური სამსახურის პრესსამსახური ამბობს, რომ სიტუაციას მოიკვლევენ და პასუხს ჟრნალისტებს ამის შემდეგ გასცემენ.