პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობა - "ადვოკატთა ასოციაცია" უსწრაფეს რეაგირებას ითხოვს
პოლიციელების მიერ ადვოკატის შესაძლო ცემის ფაქტი - ,,ადვოკატთა ასოციაციის" თვმჯდომარე, დავით ასათიანი როლანდ შონიას გათავისუფლებას და ინცინდენტის დროულ გამოძიებას ითხოვს:
ახლახანს მაცნობეს, რომ სენაკის საპატრულო პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადვოკატის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, თითქოს პირბადის ტარების წესის დაღვევაზე, რა დროსაც გამოყენებულ იქნა არაკანონიერი ძალისმიერი ზომები. სამწუხაროდ, ბოლო დროს, იმატა ადვოკატების მიმართ მსგავსი არაკანონიერი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებამ, რაც დაუშვებელი და მიუღებელია. მოვითხოვ, ადვოკატის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და შესაბამისი ორგანოების მხრიდან მყისიერ რეაგირებას, გადაცდომაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის ჩათვლით - აღნიშნავს დავით ასათიანი.
ადვოკატ როლანდ შონიას ინფორმაციით, პოლიცია მას ფიზიკურად გაუსწორდა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
ღონისძიების ფარგლებში, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ინიციატივებს განიხილავდნენ და საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ.