ნაგავსაყრელზე გადაყრილი ტონობით მოსავალი - კახეთში გლეხები დახმარებას ითხოვენ

26.07.22 17:11
ნაგავსაყრელზე გადაყრილი ტონობით მოსავალი - კახეთში გლეხები დახმარებას ითხოვენ

ნაგავსაყრელზე გადაყრილი ტონობით მოსავალი - კახეთში გლეხები დახმარებას ითხოვენ. ფერმერები ამბობენ, რომ საზამთროსა და ნესვის რეალიზაციას ვერ ახერხებენ, ჰექტრობით მიწაზე მოყვანილი მოსავალი კი მყიდველის არარსებობის გამო უფუჭდებათ.

გლეხების თქმით, ისინი იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევენ და 10 თეთრადაც ვერ ყიდიან ნესვსა და საზამთროს.

ბანკის ვალები გვაქვს, რა უნდა ვქნათ მითხარით, ტირის ხალხი. ჩალპა ნახევარი ჰექტარი ნესვი და საზამთრო. ფასი არ აქვს, არ გაიყიდა. შემოაქვთ თურქეთიდან და ირანიდან და მაგიტო აღარ უნდათ ჩვენი“. - ამბობს გლეხი.

ფერმერთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, რატომ შემოაქვს მთავრობას სხვადასხვა ქვეყნიდან ის პროდუქტი, რომლის მარაგიც საქართველოს დიდი ოდენობით აქვთ.

ვიცოდით, რომ ეს პრობლემა დადგებოდა, იცოდა რა თქმა უნდა სახელმწიფომაც. თუ შემოდის დემპინგურ ფასად მოსავალი, რა შეიძლება, ამ დროს გაკეთდეს, უნდა ამოქმედდეს საბაჟოზე სპეციალური ტარიფი, რომელიც ხელს შეუწყობს თანაბარ პირობებში იმოქმედონ და იმუშაონ ფერმერებმა“. - ამბობს ორგანიზაცია.

მაშინ, როდესაც ქართველი გლეხები პროდუქციას ყრიან, საქართველოს მთავრობა 15 ათს ტონამდე საზამთროს იმპორტს ახორციელებს თურქეთიდან, ირანიდან და ნიდერლანდებიდან.