შიმშილობის 28-ე დღე "უსინათლოთა კავშირში" - ლელა ვეფხვაძე და მისი და საავადმყოფოში გადაიყვანეს

27.07.22 11:59
შიმშილობის 28-ე დღე "უსინათლოთა კავშირში" - ლელა ვეფხვაძე და მისი და საავადმყოფოში გადაიყვანეს

9 აპრილის გმირის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. შიმშილობის 28-ე დღეს  ლელა ვეფხვაძე და მისი და  საავადმყოფოში  გადაიყვანეს. 

უფლებადამცველის თქმით, მოშიმშილეების მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

გუშინ ძალიან დამძიმდნენ და გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროებენ გამოკვლევებს. ისინი უსამართლოდ არიან გატავისუფლებულები სამსახურიდა და სწორედ ამას ემსახურება პროტესტის უკიდურესი ზომა“. - ნინო ნიშნიანიძე.

უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის მრჩეველი რევაზ მაიუსრაძე ამბობს, რომ თუ ლელა ვეფხვაძის და მისი დის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მერე სხვებიც მოითხოვენ, ამიტომ, მისი თქმით, მსგავსი პრენცენდენტის დაშვებას არ აპირებენ.

პრენცენდენტის დაშვებაც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ბოლოს მიგვიყვანს ანარქიასთან. იმიტომ რომ თუ დაკმაყოფილდება ორი ადამიანის მოთხოვნა, მის ნაცვლად ხვალ ოთხი ადამიანი გაჩნდება.
მათ მეორე დღიდანვე შეეძლოთ მუშაობის დაწყება, უბრალოდ ამბობენ, რომ მხოლოდ ცირა ვეფხვაძის დირექტორობის პირობებში უნდათ მუშაობა და ეს ეხლა ორი სხვადასხვა თემაა“.- ამბობს მაისურაძე.

თითქმის ერთი თვეა უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებულები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და  სამსახურში აღდგენას ითხოვენ. თუმცა ადამიანებისთვის, ვისათვისაც კავშირიდან მიღებული მიზერული ხელფასი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, ყურადღებას არავინ აქცევს. ამ საქმეზე დასკვნა სახლხო დამცველმაც მოამზადა.

დასკვნაში, რომელიც გავრცელდა, ვკითხულობთ, რომ ლელა ვეფხვაძე და ის პირები, რომლებიც უკანონოდ იქნენ სამსახურიდან გათავისუფლებულები, დააბრუნონ სამსახურში და აუნაზღაურონ ხელფასი.
დასკვნაში ასევე წერია, რომ უსინათლოთა კავშირის გადაწყვეტილება უკანონოა. 

რაც შეეხება მოშიმშილეეებს, ლელა ვეფხვაძე და მისი და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას საავადმყოფოდან გააგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები