სპეცოპერაციების სერია თბილისსა და რეგიონებში - დაკავებულია 12 პირი, რომელიც 20-მდე ავტომობილს თაღლითურად დაეუფლა
თაღლითობისა და მითვისების ფაქტებზე 12 პირი დააკავეს, ხოლო 6 ადამიანს კი ბრალი წარედგინა - სპეცოპერაციების სერია თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარის რეგიონში ჩატარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ერთმანეთზე გააფორმეს ლიზინგის ხელშეკრულებები, შეცდომაში შეიყვანეს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენლები, შემდეგ კი არც ერთი გადახდა არ განუხორციელებიათ კომპანიის მიმართ და არც მანქანები დაუბრუნებიათ სალიზინგო კომპანიისთვის.
საქმია მასალების თანახმად, ბრალდებულები, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 20-მდე ავტომანქანას, სალიზინგო კომპანიას კი 200 000 ლარამდე მატერიალური ზიანი მიაყენეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას და მითვისებას, რამაც დიდ ოდენობით ზიანი გამოიწვია.