ორგანიზებული თაღლითობა საქართველოს მასშტაბით - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ
ორგანიზებული თაღლითობა საქართველოს მასშტაბით - 12 დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
საქმის მასალები დაცვის მხარეს უკვე გადაეცა და დღეს ან ხვალ სასამართლო დაკავებული პირების აღმკვეთ ღონისძებაზე იმსჯელებს.
ადვოკატი ამბობს, რომ პირები, რომლებიც დაკავებულები არიან, ბრალს არ აღიარებენ.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ედავება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ 180-ე მუხლს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თვლის, რომ იმ ქმედებით, რაც მას ჩადენილი აქვს, მას დანაშაული არ ჩაუდენია. ის მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დავადასტუროთ მისი უდანაშაულობა“. - ამბობს ადვოკატი.
პოლიციამ მოქალაქეების ძარცვის ფაქტზე 12 პირი დააკავა. ყველა მათგანს გამოძიება ორგანიზებულ თაღლითობას ედავება.
ირკვევა, რომ 20-მდე ადამიანი სუფთა საბანკო ისტორიების მქონე ადამიანებს პოულობდა, მათ გამოჰქონდათ სესხები ავტოლიზინგით, შემდეგ აღარ მანქანებს აბრუნებდნენ და აღნიშნულ მანქანებს შლიდნენ და ნაწილებად ჰყიდნენ
200 000 ლარამდე ზიანი მიადგა სალიზინგო კომპანიას, რომელიც ახლა მომჩივანია.
მასშტაბური სპეცოპერაცია მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საათზე ნაკლები დროის წინ ჩატარდა. რამდენიმე მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.