ევროსასამართლო გადაწყვეტილება ჩვენთვის სავალდებულო არ უნდა იყოს - გვრიტიშვილი
სასამართლო კლანი ევრო სასამართლოს წინააღმდეგ- მურუსიძე ჩინჩალაძის დაჯგუფება ამჯერად უარს ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებაზე უარს ამბობს.
ინიციატივის ავტორი, დიმიტრი გვირტიშვილია. მოსამართლე ამბობს, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინება, რომლითაც საქმის განხილვის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს და მოსამართლეები განაჩენის სამოტივაციო ნაწილშიც ეყრდნოებიან, სავალდებულო არ უნდა იყოს.
ცნობისთვის, ევროკომისიის მე-11 რეკომენდაცია ისეთი კანონის მიღებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ქართველმა მოსამართლეებმა უნდა გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები, თუმცა ეს გვრიტიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ არის პრეცედენტული სამართლის სახელმწიფო, მსგავსად, მაგალიტად, გაერთიანებული სამეფოსი ან აშშ-სი, ამიტომ ჩემი პოზიცია იყო ის, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული განმარტება არ იყოს სავალდებულო ძალის მატარებელი. იქ გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ მაგალიტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გაცილებით მაღალ სტანდარტას ამკვიდრებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე ამას ევროპული სასამართლო გვაძლევს. ამ მოსარებიდან გამომდინარეც არ არის მიზანშეწონილი, რომ ასეთი ნორმა საქართველოს კანონმდებლობაშ აისახოს, - ამბობს გვრიტიშვილი.