უარი ევროსასამართლოს პრაქტიკაზე - მესამე სექტორი კლანის ინიციატივას უარყიფითად აფასებს

27.07.22 17:30
უარი ევროსასამართლოს პრაქტიკაზე - მესამე სექტორი კლანის ინიციატივას უარყიფითად აფასებს

ქართული სასამართლო ევროპული სამართლის წინააღმდეგ - დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას, რომ ქართველი მოსამართლეებისთვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული განმარტება სავალდებულო ძალის მატარებელი არ უნდა იყოს, იურისტების მწვავე შეფასება მოჰყვა. 

იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი თვლის, რომ კლანის წევრის, გვრიტიშვილის, ინიციატივა არამიზანშეწონილია. მისი თქმით, საქართველოს  საერთო სასამართლოებს პრაქტიკაში ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების დანერგვის ვალდებულება აქვს აღებული. 

საქართველოს ვალდებულება აქვს ახლა, რომ შეასრულოს ის პუნქტი, რომელიც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებების დანერგვას საერთო სასამართლოების პრაქტიკაში და შესაბამისად, ეს ვალდებულება მან უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, რაც შეეხება ამ განცხადებას, რომელსაც უკვე აკეთებს დიმიტრი გვრიტიშვილი, რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თითქოს ისინი არ ეთანხმებიან ამ ცვლილებებს, რომელიც საკანონმდებლო კუთხით უნდა განხორციელდეს, - ამბობს ჯანეზაშვილი. 

 იუსტიციის საბჭოს ასევე ყოფილი წევრი, ანა დოლიძე, ამბობს, რომ სასამართლოში შეიქმნა ქარვასლა, კლანი, რომელიც იმ შემთხვევაში ითვალსიწინებს ევროსასამართლოს რეკომენდაციებს, თუკი ის თანხვედრაში მოვა მის ინტერესებთან.

როგორც ჩანს, ეს იდეა გავრცელდა და დღესდღეობით ,,ოცნების" კურსთან შესაბამისად იდეა სამართალშიც გვესმის, რომ ჩვენს ორგანოებს სავალდებულოდ კი არ აქვთ, რომ გაითვალისწინონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები, არამედ თუ ეს თანხვედრაში იქნება საკუთარ სუვერენიტეტთან, მაშინ გაითვალისწინებენ. 

ამის უკან დგას ის, რომ ის ქარვასლა, სავაჭრო პალატა, რაც ჩვენს სასამართლოში შეიქმნა, ძალაუფლებისა და კორუფციის მხრივ ჩვენმა კლანმა შეინარჩუნოს, არ კითხოს არავის, რომელ განაჩენზე რა გადაწყვეტილება დადგება - აცხადებს ანა დოლიძე.

სასამართლო კლანი ევრო სასამართლოს წინააღმდეგ- მურუსიძე ჩინჩალაძის დაჯგუფება ამჯერად უარს ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებაზე უარს ამბობს.

ინიციატივის ავტორი, დიმიტრი გვირტიშვილია. მოსამართლე ამბობს, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინება, რომლითაც საქმის განხილვის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს და მოსამართლეები განაჩენის სამოტივაციო ნაწილშიც ეყრდნოებიან, სავალდებულო არ უნდა იყოს.

ცნობისთვის, ევროკომისიის მე-11 რეკომენდაცია ისეთი კანონის მიღებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ქართველმა მოსამართლეებმა უნდა  გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები, თუმცა ეს გვრიტიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 

 

 

სასამართლო კლანი ევრო სასამართლოს წინააღმდეგ- მურუსიძე ჩინჩალაძის დაჯგუფება ამჯერად უარს ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებაზე უარს ამბობს.

ინიციატივის ავტორი, დიმიტრი გვირტიშვილია. მოსამართლე ამბობს, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინება, რომლითაც საქმის განხილვის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს და მოსამართლეები განაჩენის სამოტივაციო ნაწილშიც ეყრდნოებიან, სავალდებულო არ უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები