ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს - დააკავეს ერთი პირი

28.07.22 11:07
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს - დააკავეს ერთი პირი

ფონიჭალაში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული - საპოლიციო ღონისძიება ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ხელბორკილები ნარკორეალიზაციაში ეჭვმიტანილს დაადეს. 

"პირველების" ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაციების სერია ამ წუთებში ქვეყნის კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. დაკავებულია 10 ზე მეტი პირი. 

მსგავსი სიახლეები