ხმაური ბავშვთა სამყაროსთან - გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

28.07.22 13:47
ხმაური ბავშვთა სამყაროსთან - გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ხმაურია ბავშვთა სამყაროსთან - ადგილზე პოლიციაა მობილიზებულია. ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. ქუჩაში სამუშოდ გასული ადამიანების პროტესტის მიზეზი მერიის ზედამხედველობის სამსახურის დღევანდელი სპეცოპერაცია გახდა.

დილით თბილისის მერიის მუნიციპალური ჯგუფის თანამშრომლებმა ერთ-ერთ გარემოვაჭრეს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია, პროდუქცია წაართვეს და არ დაუბრუნეს.

ერთ პიროვნებას ყველაფერი წაართვეს მერიის ბიჭებმა. ეს მოხდა ერთი საათის წინ, ამიტომ გამწარდა ხალხი და გზა გადაკეტა. პროდუქტს ვერ ვყიდით. შემოგვყარეს აქ, სადაც საშინელი სიცხეა, გვიფუჭდება ყველაფერი ამის გამო. 

ამბობენ, ორშაბათიდან ჩეკებს დაგვიწესებენ , დღეში 10-15 ლარი გვექნება გადასახადი.- ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

მსგავსი სიახლეები