მიხეილ სააკაშვილს კოვიდ-ტესტირება ჩაუტარდა

28.07.22 15:36
მიხეილ სააკაშვილს კოვიდ-ტესტირება ჩაუტარდა

მიხეილ სააკაშვილს ექიმებმა კოვიდ-ტესტი აუღეს. ადვოკატის თქმით, პასუხები რამდენიმე საატში იქნება ცნობილი: 

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის იგივე, რაც იყო იგივე, რაც იყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. რაიმე მნიშვნალობან ცვლილებას მე ვერ ვატყობ. ამჟამად ვიცი, რომ გაკეთებული აქვს კოვიდ-ტესტი და ექიმი ელოდებოდა პასუხს. გვაქვს იმედი, რომ იქნება უარყოფითი...

სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება ან გაუმჯობესებისკენ ან გაუარესებისკენ არ შეინიშნება. ის არის კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში. კვლავაც უჩივის საერთო სისუსტეს და კვლავაც მასთან კომუნიკაცია არის გართულებული", - ამბობს შოთა თუთბერიძე. 

მსგავსი სიახლეები