მასობრივი მოწამვლა ბობოყვათში - "აჭარის ტექსტილის" 50-მდე თანამშრომელი ჰოსპიტალიზებულია
მასობრივი მოწამვლა ბობოყვათში - "აჭარის ტექსტილის" სამკერვალოს 50-მდე თანამშრომელი კატასტროფის ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ამ წუთებში ფაბრიკის ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. შრომის ინსპექცია მასობრივი მოწამვლის მიზეზებს ადგილზე სწავლობს. პირველადი ვერსიით, ტექსტილის სამკერვალოში ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა, თუმცა აჭარის "სოკარ გაზში" ამბობენ, რომ ფაბრიკას ამ დღეებში გაზი არ მიეწოდებოდა.
საწარმოს დირექტორის, დავით ჯაიანის განცხადებით, საწარმოს გაზი არ მიეწოდება და შესაბამისად, არ იცის, რას შეიძლებოდა გამოეწვია დასაქმებულების ინტოქსიკაცია.