მკვლელობით დასრულებული დაბადების დღე - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია 6 ახალგაზრდა
მკვლელობით დასრულებული დაბადების დღე - 20 წლის მირიან კუკავას მკვლელელობის საქმეზე შსს საბედისწერო დაბადების დღეზე სტუმრების დაკავებას არ ადასტურებს. ამის მიუხედავად, "პირველებმა" გადაიღო კადრები, როგორ გადაჰყავთ დაკითხვის შემდეგ ახალგაზრდები პოლიციიდან იზოლატორში. 6 დაკავებულს შორის ირაკლი ასლანიძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა არიან.
"პირველების" ინფორმაციით, ჩხუბი პირველი ექსპერიმენტული და მე-60-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა. ყოფილი კლასელები მეგობრის, ქეთათო არაბულის, დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც 20 წლის ახლაგაზრდას გულში დანა ჩაარტყეს.
დაკავებულების ნაწილს გამოძიება ცემას, ხულიგნობასა და ძალადობას ედავება, მეორე ნაწილს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
ცნობილია იმ ერთი ახლალგაზრდის ვინაობაც, ვისაც პოლიცია განზრახ მკვლელობისთვის ბრალს წაუყენებს, თუმცა ამ დრომდე უწყება ოფიცილურად მის დაკავებას არ ადასტურებს.
დავით ჯეჯეიშვილს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა, მირიან კუკავა, ცხვარიჭამიაში ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილის აღნიშვნის დროს მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა. მას დანა გულის არეში ჩაარტყეს.
ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა.
მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია.