რა მოხდა ცხვარიჭამიაში - "პირველებმა" საბედისწერო დაბადების დღის დეტალები გაარკვია

29.07.22 13:02
რა მოხდა ცხვარიჭამიაში - "პირველებმა"  საბედისწერო დაბადების დღის დეტალები გაარკვია

რა მოხდა ცხვარიჭამიში - "პირველებმა"  საბედისწერო ღამის დეტალების გაკრვევა მოახერხა. ირკვევა, რომ დაბადების დღეზე ახალგაზრდებრთან ერთად იუბილარის , ქეთა არაბულის დედა, სოფო ჩოხელიც იმყოფებოდა. სწოედ სოფო ჩოხელი დაუკავშირდა 112, რომელიც მირიან კუკავას გადარჩენას ბოლო წუთამდე ცდილობდა. 

"პირველებმა" მასთან საუბარი მოახერხა.

ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ბავშვები მარტო არ ყოფილან, მეც იქ ვიმყოფებოდი. კომენტარს ვერ გავკეთებ, იმიტომ, რომ მე თვითონაც არ ვიცი. გამოძიება მიმდინარეობს. გამოძახებული იყო 112, მოვიდნენ დროულად, პოლიცია ძალიან კარგად მუშოაბს. აუცილებლად დაისჯება მკვლელი და აუცილებლად იპოვიან ვინც არის, - ამბობს სოფო ჩოხელი. 

"პირველების" ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე რამდენიმე სამეგობრო წრე იმყოფებოდა. დაპირისპირება კი მხარეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდებმა ერთმანეთს ხელი ჩამორთვეს, ჯიჯეიშვილის მხარეს კი ამ მისალმებაში რაღაც არ მოეწონა. 

ამასთან,  ცნობილი ხდება, რომ 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის სამქზე დაკავებულების წრე იზრდება. რამდენიმე წუთის წინ "პირველების" კამერამ გადაიღო კადრები, როგორ შეჰყავთ ზაჰესის იზოლატორში კიდევ ერთი დაკავებული. კადრებს შსს-ს ოპერატორიც იღებდა, თუმცა გომელაურის უწყება ახალგაზრდის ვინაობას არ ამხელს.

"პირველებს" წაყრო უყვება, რომ ახალგაზრა, რომელიც პოლიციამ დღეს დააკავა, გუშინ მცხეთის პოლიციის განყოფილებაში მთელი რამის განმავლობაში იკითხებოდა. 

საქმის მთავარ ფიგურანტს, დავით ჯიჯეიშვილს პოლიცია ისევ მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. საზარალი მკვლელობის საქმეზე ჯამში უკვე 7 ადამიანია დაკავებული. ისინი ბრალის წარგენას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა, მირიან კუკავა,  ცხვარიჭამიაში ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილის აღნიშვნის დროს მომხდარ  დაპირისპირებას შეეწირა. მას დანა გულის არეში ჩაარტყეს. 

ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა.

მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის  ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის,  შვილია. 

 

მსგავსი სიახლეები