სროლა რესტორანში - ნატროშვილის საქმეზე პროკურატურამ იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებული ეპიზოდი ჩაასწორა

29.07.22 14:02
სროლა რესტორანში - ნატროშვილის საქმეზე პროკურატურამ იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებული ეპიზოდი ჩაასწორა

სროლა რესტორანში - კოტე ნატროშვილის საქმეზე პროკურატურამ იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებული ეპიზოდი ჩაასწორა.  "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, გამოიცვალა პროკურორიც. მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, სულ სხვა გამომძიებელი, დავით ყაზარიაშვილი მივიდა. 

ყაზარიაშვილმა "პირველებთან" მისი წინამორბედის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა, რომლის მიხედვითაც, კოტე ნატრშვილმა ცეცხლსასროლი იარაღი "მარანი ჰოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა. 

საქმის ამჟამინდელი პროკურორი "ტვ პირველთან" ირწმუნება, რომ მისმა კოლეგამ "ყიდვაში სხვა პირისგან ცეცხლსასროლი იარაღის თხოვება იგულისხმა". 

კონსტანტინე ნატროშვილმა უშუალოდ რესტორნის ტერიტორიაზე თავისივე დაცვის თანამშრომელს, რომელსაც იარაღი ჰქონდა კანონიერი გზით თავისივე სახელზე რეგისტრირებული, გამოართვა ეს იარაღი, განახორციელლა რამდენჯერმე გასროლა ჰაერში და შემდეგ ეს იარაღი უკან დაუბრუნა. 

წარდგენილი ჰქონდა ბრალდება, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის,  თუმა ეს არ ნიშნავს, პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ამ ადამიანმა იარაღი იყიდა, ან რაიმე სხვა ხერხით შეიძინა ეს იარაღი.  შეძენა გულისხმობდა იმას, რომ ამ ადამიანმა გამოართვა დაცვის თანამშრომელს იარაღი"- განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ "რეალურად, საქმის მასალებითაც არ შეცვლილა მოცემულობა". 

კითხვაზე,  სამართლებრივად, შეძენა დაცვის თანამშრომლისთვის იარაღის გამორთმევას ნიშნავს თუ არა, დავით ყაზარიაშვილი ბუნდოვან განმარტებას აკეთებს განმარტავს: 

ეს ფაქტი შეფასდა გამოძიების პროცესში ამ ეტაპზე წარდგენილი აქვს ბრადება იარაღის უკანონო ტარებით და ამ მუხლით გაგრძელდება საქმის განხილვა"- თქვა პროკურორმა.

ბოლო ინფორმაციით, ბიზნესმენ კოტე ნატროშვილის საქმის განხილვა გადაიდო. მიზეზი განსასჯელის სკამზე მყოფი პირის კოვიდ ვირუსით დაინფიცირებაა.

მომდევნო პროცესი 5 აგვისტოსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები