ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 7 პირია დაკავებული - შსს-ს განცხადება

29.07.22 13:25
ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 7 პირია დაკავებული - შსს-ს განცხადება

პოლიციამ ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავა. რაც შეეხება მკვლელობის ჩამდენ პირს, შსს-ს მის იდენტიფიცირებული ჰყავს და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
 

პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

20 წლის მირიან კუკავა ცხვარიჭამიაში ერთ-ერთ სახლში, დაბადების დღეზე შელაპარაკების დროს ცივი იარაღით გულის არეში დაჭრეს.

ჭრილობები სიცოცხლესთან შეუსაბამო აღმოჩნდა. 

მსგავსი სიახლეები