სად არის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული - "პირველები" დავით ჯიჯიეიშვილის ოჯახის წევრს ესაუბრა
დააკავა თუ არა 20 წლის მირიან კუკავას მკლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯიეიშვილი - "პირველები" საქმის მთავარი ფიგურანტის ოჯახის წევრებს ესაუბრა. ბრალდებულის ბებია ადასტურებს, რომ დავით ჯიჯეიშვილი ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა ამის შემდეგ შვილიშვილი აღარ უნახავს.
ბებიას საუბარი დავით ჯიჯეიშვილის დედამ არ აცადა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა, მირიან კუკავა, ცხვარიჭამიაში ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილის აღნიშვნის დროს მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა. მას დანა გულის არეში ჩაარტყეს.
ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა.
მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 7 პირი დააკავა.