ნაწამები და სავარაუდოდ, გაუპატიურებული 44 წლის უკრაინელი ქალი ბათუმის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
ამ დრომდე მძიმეა უკრაინელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გურიაში სიგარეტით აწამეს და სავარაუდოდ, გააუპატიურეს.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სახლის მეპატრონემ იპოვა. ირკვევა, რომ უკრაინელი სტუმარი ქალს სიძემ მიუყვანა.
,,პირველებთან" საუბარში ქალი იხსენებს, რა ვითარებაში ნახა დაზარალებული.