უბედური შემთხვევა გუდაურში - ხევში ჯერ არაბი ტურისტი, შემდეგ კი სამაშველო ვერტმფრენი ჩავარდა

29.07.22 17:11
უბედური შემთხვევა გუდაურში - ხევში ჯერ არაბი ტურისტი, შემდეგ კი სამაშველო ვერტმფრენი ჩავარდა

გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ხევში ჩავარდა. უბედური შემთხვევა დაახლოებით 40 წუთის წინ, კობთან ახლოს მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად ხევში არაბი ტურისტი ჩავარდა, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა. მის საშველად სამაშველო ჯგუფი გაემგზავრა, თუმცა მათი ვერტმფრენიც იმავე ხევში ჩავარდა. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს როგორ ჩავარდა ვერტმფრენი კლდეში, რასაც დიდი ალბათობით, აფეთქება მოჰყვა და დაკვამლიანება გამოიწვია.

თვითმხილველი ნათია ბერაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, არაბი გარდაიცვალა.

ჯერ-ჯერობით უცნობი სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ადამიანების მდგომარეობა.

ადგილზე მაშველები და ადგილობრივები არიან შეკრებილები. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები