მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა

29.07.22 18:23
მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის  გზაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - ამსი შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

გუდაურში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია  – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მსგავსი სიახლეები