გუდაურში ჩამოვარდნისას დაშავებული პარაპლანისტების გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს

29.07.22 19:09
გუდაურში ჩამოვარდნისას დაშავებული პარაპლანისტების გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ამ წუთებში გუდაურში ჩამოვარდნის დროს დაშავებული პარაპლანისტების გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. პარაპლანისტებს ძლიერი დაზიანება აქვთ მიღებული. .

შემთხვევა ორი საათის წინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გუდაურში ჩანმოვარდნილი პარაპლანისტების ამოსაყვანად სასაზღვრო ვერტმფრენი გაიგზავნა, რომელშიც მაშველებთან ერთად სასწრაფო დახმარების ექიმებიც იმყოფებოდნენ.

ამ დრომდე უცნობია, რა მდგომარეობაში არიან ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მგზავრები. მათი გადარჩენის ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.