,,პირველების" ინფორმაციით, მირიან კუკავას სავარაუდო მკვლელი სამართალდამცველებს ჩაბარდა
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ პოლიციას სავარაუდოდ, აღიარებით ჩვენებას დავით ჯიჯეიშვილი აძლევს. ,,პირველების" ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავას სავარაუდო მკვლელი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
თითქმის ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ეჭვმიტანილმა გადაწყვიტა, თავად მივიდეს პოლიციაში და მოყვეს, რა მოხდა საბედისწერო დაბადების დღეზე და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ 20 წლის მირიან კუკავა.