ჩამოვარდნის დროს ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი- შსს-ს განცხადება

29.07.22 19:41
ჩამოვარდნის დროს ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი- შსს-ს განცხადება

ჩამოვარდნის დროს ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი - შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სასაზრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენში ტრაგედიის დროს 8 ადამიანი იმყოფებოდა.

გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ შსს-მ გამოძიება  275-ე მუხლით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.
დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს
- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
 

მსგავსი სიახლეები