ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს-ს ოფიციალური განცხადება

29.07.22 19:49
ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს-ს ოფიციალური განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2000 წელს დაბადებული დ.ჯ. (დავით ჯიჯეიშვილიი) დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები