ტრაგედია გუდაურში - პირველი კადრები კატასტროფის ადგილიდან
პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან - მაშველებმა შეძლეს იმ ადგილამდე მისვლა, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა. ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილზე სასაზღვრო პოლიციის დამატებითი ვერტმფრენი მოვიდა, რათა მაშველებს ოპერაციაში დაეხმაროს. ადგილზე იმყოფება შსს მინისტრის მოადგილე, იოანე ჭელიძე, თუმცა შსს ჯერ ოფიციალურ ინფორმაციას არ აკეთებს, რამდენი ადამიანია დაშავებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირები დაღუპულები არიან. რაც შეეხება პარაპლანის მგზავრებს, აქ საუბარია ერთ გარდაცვლილ და რამდენიმე მძიმედ დაშავებულ პირზე.
ცნობილია, რომ დაშავებული პარაპლანისტების დასახმარებლად გაფრენილმა ვერტმფრენმა ხევში მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და ადგილზე აფეთქდა. ბორტზე მფრინავებთან ერთად მაშველები და ექიმები იმყოფებოდნენ - სულ 8 ადამიანი.
ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე კატასტროფა განიცადეს პარაპლანისტებმა, რომელიც ციდან ათვალიერებდნენ ადგილობრივ ბუნებას.
პოლიციას შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით საავტომობილი გზა გადაკეტილი აქვს.