ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი გარდაიცვალა - ვახტანგ გომალაურის პირველი კომენტარი
გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს - ვახტანგ გომელაურის თქმით, შემთხვევის დროს, ვერტმფრენში 8 ადამიანი იმყოფებოდა, სამწუხაროდ რვავე მათგანი გარდაცვლილია.
მისივე თქმით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტებიდან, ერთი, არაბი ტურისტი დაიღუპა - პირი, კი რომელიც მოწყობილობას მართავდა, მძიმედ დაშავდა. ის კლინიკაში ამ წუთებში გადაჰყავთ.
სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია.
დაშავებული ქართველი ამოიყვანეს, ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს გადაყავს,“ - განაცხადა გომელაურმა.
შსს-ს განცხადებით რამდენიმე დღის განმავლობაში პარაპლანით ფრენა აიკრძალა.