ტრაგედია გუდაურში - 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება
გუდაურში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პრემიერ-მინისტრი ეხმაურება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.
ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას.
მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება," - ახადებს ირაკლი ღარიბაშვილი.