გუდაურში ტრაგედიის შედეგად თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურის 2 ექიმი დაიღუპა
გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მაშველებთან ერთად სასწრაფოს ექიმებიც ისხდნენ. ავიაკატასტროფას ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი შეეწირნენ. მედიკოსები გუდაურში თბილისიდან გაიგზავნა.
სასწრაფო დახმარების ექიმები, რომლებიც ტრაგედიის დროს დაუღუპნენ, კატასტროფის ბრიგადაში მუშაობდენნ, რომელიც კაიროს ქუჩაზე მდებარეობს. სწორეს კაიროს ქუჩიდან წაიყვანეს მედიკოსები გუდაურში სამაშველო ღონისძიებაზე.
გიორგი ვენეცკი პროფესიით პედიატრი იყო და სასწრაფო დახმარების სამსახურში 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის უფროსი ექიმი იყო და სამაშველო ოპერაციაზე თან ახლდა უმცროსი ექიმი, ქეთი გულაგაშვილი.