გუდაურში ავიაკატასტროფას პილოტი ზაზა ლორია შეეწირა - ოჯახის პირველი კომენტარი
ვერტმფრენს, რომელმაც თეთრი არაგვის ხეობაში კატასტროფა განიცადა და ვარდნის შედეგად აფეთქდა, პილოტი ზაზა ლორია მართავდა.
ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ პილოტს მათთან სატელეფონო კონტაქტი ტრაგედიამდე ერთი საათით ადრე ჰქონდა. ისინი აცხადებენ, რომ ზაზა ლორიას ადამიანების გადარჩენისა და ფრენის დიდი სტაჟი ჰქონდა და გამორიცხავენ, რომ ავიაკატასტროფა მისი მიზეზებით ყოფილიყო გამოწვეული. ოჯახი ტრაგედიის მიზეზად უამინდობას ასახელებს.
კონტაქტი ჰქონდა ტრაგედიამდე ერთი საათით ადრე. ასეთი ამბავი მოხდა , გადაიჩეხა ხალხიო და უნდა გამოვიყვანოო. ერთ საათში დეავბრუნდებიო და ველოდებოდი. ვეღარ დაბრუნდა.
მითხრეს, ჩქარობდა წასვლასო, ასე იყო მუდამ, როცა ვინმეს უჭირდა. ჩქარობდა, როცა ვინმეს სიცოცხლე უნდა გადაერჩინა და ბედნიერი იყო, როცა გადაარჩენდა, შედეგს დადებდა.
ყოველთვის ბედნიერი და ამაყი იყო ამით, როცა ვინმეს გადაარჩენდა - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.
35 წლიანი სტაჟის პილოტს არა ერთი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი.