20 წლის მირიან კუკავას მკვლელობა - ,,პირველების" ინფორმაციით, დავით ჯიჯეიშვილმა ბრალი აღიარა
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, დავით ჯიჯეიშვილმა ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობა აღიარა. ის ზაჰესის იზოლატორშია მოთავსებულია და გამოზიებას ჩვენება უკვე მისცა, თუმცა, ჯერ ბრალდებულის სტატუსი არ აქვს.
იზაჰესის ზოლიატორთან იმყოფება ჯიჯეიშვილის ადვოკატიც, თუმცა ის არ საუბრობს, რა ჩვენება მისცა გამოძიებას მისი დაცვის ქვეშ მყოფმა.
20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 7 პირი ასევე ზაჰესის იზოლატორში არიან მოთავსებული. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ პირები მხოლოდ დაპირისპირების თვითმხილველები არიან და სისხლიან გარჩევასთან შემხებლობა არ აქვთ.
შვიდივე დაკავებული ხელს დავით ჯიჯეიშვილს ადებს და აცხადებს, რომ დანა მირიან კუკავას გულში სწორედ ჯიჯეიშვილმა ჩაარტყა.