"მუხლოდრეკილი გევედრებით, მაპატიეთ" - გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გადარჩენილი პარაპლანისტის დედა
გთხოვთ, მაპატიეთ! - გუდაურში ტრაგედიას გადარჩენილი 32 წლის პარაპლანისტის, ნუგზარ რაზმაძის, დედა, საზოგადოებას პატიებას სთხოვს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
ვინც იქ ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა, ჩემი შვილის გამო დაიღუპა, იმათ ოჯახებს დიდ სამძიმარს ვუცხადებ. მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიონ. ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ. რა დღეში ჩაცვივდა ხალხი ჩემი შვილის გამო, ისინი მედარდება.
გთხოვთ, მაპატიეთ! - თქვა პარაპლანისტის დედამ.
32 წლის ნუგზარ რაზმაძე ერთადერთია, ვინც გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას გადაურჩა. ახლაგაზრდა პარაპლანისტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მრავლობითი დაზიანებით შეიყვანეს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები კრიტიკულად მძიმედ აფასებენ. მას აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები, ღია ჭრილობები, თუმცა, ექიმების განცხადებით, კომატოზურ მდგომარეობაში არ იმყოფება და მკურნალობას ექვემდებარება.
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან იმყოფება პარაპლანისტის ადვოკატიც, რომლის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნუგზარ რაზმაძე ვერ ახერხებს ჩვენების მიცემას.
ტრაგედია გუდაურში - 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.