ეს პარაპლანის ჩამოვარდნის უკვე მეორე შემთხვევაა- პარაგლაიდინგის ფედერაცია სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პარაპლანი ჩამოვარდა. ადგილობრივები და ტურისტები აცხადებენ, რომ აღარ სურთ, ამ სპორტით, თუ გართობით, დაკავდნენ. ისინი სახელმწიფოსგან გარკვეული რეგულაციების დაწესებას ითხოვენ.
პარაპლანის ფედერაციის პილოტები აცხადებენ, რომ საჭიროა სახელმწიფოს დახმარება, რათა სპორტის ეს სახეობა უფრო უსაფრთხო გახდეს.
როცა დავინახეთ ვერტმფრენი, მივხვდით, რომ ის ჩვენი კოლეგების საშველად მოვიდა, თუმცა ცოტა ხანში უარესი ტრაგედია დატრიალდა.
ხალხი მორბოდა და იძახდა, ჩამოვარდა ვერტმფრენი და წამოვედით ჩვენც. სხვადასხვა ვერსია იყო, გამოედო კუდი, ფრთა, რა მნიშვნელობა აქვს, რა გამოედო, დიდი ტრაგედია მოხდა.
პარაპლანი წინა კვირასაც ჩამოგვივარდა. ძაან შემზარავი იყო წინათაც და ახლაც ეს ამბავი. კიდევ მაშველები რომ მოვიდნენ და ჩამოვარდნენ. - აცხადებს პარაგლაიდინგის ფედერაციის პილოტი.
ტრაგედია გუდაურში- პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, პილოტი კი მძიმედ დაშავდა.
მათ საშველად მოსულმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კი ავიაკატასტროფა განიცადა და ბორტზე მყოფი ყველა პირი, 8 ადამიანი, დაიღუპა.
30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.