გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 24 წლის პილოტი ანდრო ქუჯიშვილია

30.07.22 13:43
გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 24 წლის პილოტი ანდრო ქუჯიშვილია

ავიაკატასროფის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი ანდრო ქუჯოშვილია, 24 წლის მფრინავი, ვინც პროფესიული მოვალეობის დროს გუშინ საბედისწერო ფრენისას დაიღუპა.

გარდაცვლილის ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. ანდრო ქუჯოშვილის ახლობლები დატრიალებული ტრაგედიით შოკირებული არიან.

,,პირველების" ინფორმაციით, ანდრო ქუჯოშვილს დიდი ხნის გამოცდილება არ ჰქონდა, მან პილოტად მუშაობა სამი თვის წინ დაიწყო.

ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია ანდროს ქუჯოშვილის სამაშველო ოპერაციაში ჩართვის შესახებ. ერთადერთი ის იცოდნენ, რომ იმ საბედისწერო დღეს ის სამსახურის შემდეგ ბათუმში ქორწილში უნდა წასულიყო.

ახალი დაწყებული ჰქონდა სამსახური, თვეების, ბოლო კომუნიკაცია გუშინწინ მქონდა, ქორწილში უნდა წასულიყო სამსახურის შემდეგ ბათუმში. ვეღარ წავიდა. პოლიცია დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ახლა მიმდინარეობს ამოცნობა გარადაცვლილების - აცხადებს ,,ტვ პირველთან" საუბრისას გარდაცვლილი პილოტის ბიძა.

ტრაგედია გუდაურში - სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 8-ვე პირი დაიღუპა, მათ შორის, ორი პილოტი, 4 მაშველი და 2 ექიმი.