სამართალდამცველები გუდაურში ტრაგედიის ადგილზე ვერტმფრენის შავ ყუთს ეძებენ

30.07.22 15:10
სამართალდამცველები გუდაურში ტრაგედიის ადგილზე ვერტმფრენის შავ ყუთს ეძებენ

სამართალდამცველები ამ დრომდე იმყოფებიან გუდაურში ტრაგედიის ადგილას, სადაც ვერტმფრენის შავ ყუთს ეძებენ. შავი ყუთი, იგივე საბორტო თვითჩამწერი, განსაკუთრებული მეთოდით დაცული აპარატია, საიდანაც ყველა ინფორმაციის წაკითხვაა შესაძლებელი და გამოძიებას დადგენაში დაეხმარება, თუ რა მოხდა და რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განმარტება, თუ რამ გამოიწვია სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნა.